23აგვ,2022
ვაკანსია აკადემიური კვლევის დაგეგმვის და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური კვლევის დაგეგმვის და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 900 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
● უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტრუქტურული ერთეულების კვლევითი პოლიტიკის შემუშავება და აკადემიური საბჭოსთვის წარდგენა;
● უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური კვლევის დაგეგმვა;
● ქართულ და უცხოურ კვლევით ერთეულებთან, დაწესებულებებთან, სამეცნიერო ბაზებთან თანამშრომლობა;
● უნივერსიტეტის კვლევითი პროდუქციის განთავსება ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში;
● აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სემესტრული გამოკითხვების ჩატარება, მიღებული შედეგების შეფასება;
● უნივერსიტეტის პერიოდული გამოცემების მომზადების პროცესის კოორდინაცია შესაბამისი გამოცემების რედაქტორებთან ერთად;
● ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით;
● უნივერსიტეტის ფარგლებში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების, პროექტებისა და გამოცემების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
● სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მოძიების, პერსონალისთვის გაცნობისა და სამეცნიერო ორგანიზაციების/დონორებისათვის საგრანტო განაცხადების მომზადებისა და გაგზავნის პროცესის ხელმძღვანელობა;
● უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ჰუმანიტარული/სოციალური
მეცნიერებების ან ბიზნესის მიმართულებით);
● მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
● ინგლისური ენის ცოდნა(B2);
● საერთაშორისო პროექტების შედგენის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
● გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
● პასუხისმგებლობის გრძნობა;
● შრომისმოყვარეობა;
● შედეგზე ორიენტირებული;
● განვითარებაზე ორიენტირებული;
● გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
● CV-ების გადარჩევა;
● გასაუბრება.
CV-ების მიღება იწარმოებს 23 სექტემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@sabauni.edu.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).