11სექ,2024
ვარშავის სამართლიანობის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საბაუნიში
2024 წლის 10 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ვარშავის სამართლიანობის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა, რომელთაც უმასპინძლა საბაუნის რექტორმა, აკაკი ჭელიძემ. პოლონურ დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრო-რექტორი, დიმიტრი გეგენავა, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი გორაძე, დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრის ხელმძღვანელი, უჩა ბახტაძე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ ქობულაძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის სახეებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივ პროექტებსა და კვლევებზე. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საბაუნის რექტორმა აკაკი ჭელიძემ და სამართლიანობის უნივერსიტეტის რექტორმა მიხალ სოპინსკიმ.