
24აპრ,2025
VII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის VII საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია ინტერდისციპლინურია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანია სტუდენტების კვლევითი საქმიანობის წახალისება.
სამეცნიერო ნაშრომების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:
● თეოლოგია;
● სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები: ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ინგლისური ფილოლოგია, სოციოლოგია;
● ეკონომიკა, ბიზნესი, ტურიზმი, ტექნოლოგიები;
● სამართალი, საჯარო მმართველობა;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური;
მოთხოვნები:
● საკონფერენციო ნაშრომი უნდა დაეფუძნოს კონკრეტულ პრობლემატიკას, რომელიც დღესდღეობით აქტუალურია როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივ დისკურსში.
● საკონფერენციო ნაშრომის შესრულება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ჯგუფური ნამუშევრის შემთხვევაში, ერთ ჯგუფში მაქსიმუმ ორი სტუდენტი უნდა იყოს გაწევრიანებული.
თეოლოგიის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:
● რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 მაისი
● აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა -10 მაისი;
● ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 25 მაისი;
თეოლოგიის, სამართალის, საჯარო მმართველობისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით კონფერენციების ჩატარების თარიღი- 2-7 ივნისი.
● სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 3 ივნისი, 11:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/7BOdC
● სოციალური მეცნიერებებისა და თეოლოგიის მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 6 ივნისი, 11:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/k3LNg
ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვანი თარიღები:
● რეგისტრაციის ბოლო ვადა - 1 მაისი
● აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა - 1 მაისი;
● ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადა - 5 მაისი;
● ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კონფერენციის ჩატარების თარიღი- 7 მაისი, 12:00 საათი, სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/5E1KI
მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია არაუმეტეს 10-15 წუთისა, რომელიც მოიცავს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც.
ნაშრომის შესრულების სტანდარტები:
● სრული ტექსტი: 10-12 გვერდი,
● შრიფტი: Sylfaen, 11 (სქოლიო - 9),
● ხაზებს შორის სივრცე: 1,15,
● მინდვრები: 2-2-2-2 სმ,
● აბზაცებს შორის სივრცე: 0
● წყაროთა დამოწმება და ბიბლიოგრაფიების შედგენა APA სტილით (სამართლისა და საჯარო მმართველობისათვის - დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ციტირების სტანდარტი)
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: სატიტულო გვერდი (ავტორის სახელის, გვარის, უნივერსიტეტისა და ნაშრომის ხელმძღვანელის მითითებით), ძირითადი ტექსტი და ბიბლიოგრაფია.
შესრულებული ნაშრომი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
● თეოლოგია - g.barnovi@sabauni.edu.ge
● სოციალური მეცნიერებები - l.gelashvili@sabauni.edu.ge
● ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი, ტექნოლოგიები - tamta.gogoladze@sabauni.edu.ge
● სამართალი, საჯარო მმართველობა - Law@sabauni.edu.ge