07მარ,2023
ვიშეგრადის გრანტი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ვიშეგრადის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსი განკუთვნილია სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლონ /კვლევით საქმიანობა აწარმოონ ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) უნივრსიტეტებში.
სტიპენდიის ოდენობა: 3000 ევრო ერთი სემესტრი.
რეგისტრაცია ხდება ონლაინ, my visegrad ის პორტალზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აპრილი (შუადღე).
დოკუმენტაცია:
მაგისტრებისთვის:
- პასპორტის ელ.ვერსია (დასკანერებული)
- ნიშნების ფურცელი (მინიმუმ ბოლო ორი სემესტრის) ან დიპლომის დანართი (დასკანერებული ვერსია)
- მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილი (დასკანერებული ვერსია)
დოქტორანტებისთვის:
- პასპორტის ასლი (დასკანერებული)
- მიღების წერილი მიმღები უნივერსიტეტისაგან სამუშაო გეგმის თანხლებით (დასკანერებული)
განცხადებას გრანტის შესახებ გაეცანით ბმულზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რეგისტრაციისათვის საჭიროა მიღების წერილი მიმღები უნივერსიტეტისაგან, რომლის მოსაპოვებლად შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს (კომუნიკაცია). ამიტომ, გთხოვთ, თუ უცხოური უნივერსიტეტის მოძიებაში უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის დახმარება დაგჭირდებათ, დროულად დაგვიკავშირდით, რომ ჩვენც გვქონდეს დრო კომუნიკაციისათვის.
საკონტაქტო ელ.ფოსტები:
Sh.parunashvili@sabauni.edu.ge
კონკურსის პირობები ინგლისურ ენაზე
კონკურსის წესები ინგლისურ ენაზე