
26ნოე,2021
ვიზიტი იოანე პავლე მეორის ლუბლიანის კათოლიკურ უნივერსიტეტში
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მიწვეული იყო იოანე პავლე მეორის ლუბლიანის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში, მიმდიდინარე კვირას, გიორგი გორაძემ ინგლისურ ენაზე ჩაატარა ლექციები შემდეგ თემებზე:
ქართული კონსტიტუციონალიზმი ევროპული კონსტიტუციური იდენტობის კონტექსტში;
ხელისუფლების დანაწილების ქართული მოდელი: როგორ არ მუშაობს საპარლამენტო სისტემა
დეოკუპაციის/ანექსიის სამართლებრივი მექანიზმები: საქართველოსა და უკრაინის გამოცდილება.
საბაუნი იოანე პავლე მეორის ლუბლიანის კათოლიკურ უნივერსიტეტთან 2014 წლიდან თანამშრომლობს Erasmus+ და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.
გალერეა




