20მარ,2017
ვორქშოპი: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები
2017 წლის 20 მარტს, საბაუნისა და ლიდერთა სკოლა " Prep School for Leaders" ორგანიზებით, გაიმართა ინგლისურენოვანი ინტერაქტიული სემინარი: როგორ გავხდეთ თავდაჯერებული ადამიანები. სპიკერებმა მზია თოლორდავამ (ტრენერი) და ეკა ჩერქეზიშვილმა (ამერიკული ფულბრაიტის პროგრამის ალუმნი) სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებთან ისაუბრეს იმ აუცილებელ უნარებზე, რაც ადამიანებს ეხმარება თავდაჯერებულობაში. სემინარს საბაუნის სტუდენტებიც დაესწრნენ.