10იან,2024
X სამეცნიერო კონფერენცია „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“.
30 დეკემბერს, საბაუნიში, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთობლივი X სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა - „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს რთული შემთხვევების ანალიზი ქართული, ბრიტანული და ამერიკული სასამართლოების პრაქტიკიდან.
კონფერენციის მომხსენებლები: რუსუდან გამჯაშვილი, გიგა ჯაშიაშვილი , ნინო ელიზბარაშვილი, თამარ ნავდარაშვილი, თენგიზ ოსაძე, ლერი ოსაძე, თინათინ ფეიქრიშვილი, თამთა თავართქილაძე, ამირან მანჯავიძე, მარიამ გორგოძე, ლევან ხარბედია, შალვა ხოსიტაშვილი, მარიამ კვასტიანი, ნიკა ქოქიაური , ლენა გოჯაევა, ანა კოკოლაშვილი , მარიამ გაგოშიძე, ნინო მუხადგვერდელი, მარიამ ნიქაბაძე, მარიამ საბედაშვილი, იაკობ ჭეიშვილი.
კონფერენცია საბაუნის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2017 წლიდან ტარდება.