
08ოქტ,2025
2025-2026 შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების გამოვლენა
საბაუნიში 2025-2026 შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების გამოვლენა დაიწყო.
სტიპენდიატების გამოვლენა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით :
- აკადემიური მოსწრება - 65 ქულა
აკადემიური მოსწრების კომპონენტი ნაწილდება ორად : ინგლისური ენა, რომელიც იკავებს 65 ქულიდან 35 ქულას, ხოლო დანარჩენი 30 ქულა ეთმობა სხვა სასწავლო კურსებში მიღებულ შეფასებებს.
- კურიკულუმსგარე აქტივობები - 35 ქულა
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის გაცემის წესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.
სტიპენდიატობის მსურველებმა ფორმა უნდა შეავსოთ 13 ნოემბრის ჩათვლით.
სრული ინფორმაციისთვის და განაცხადის ფორმისთვის ეწვიეთ: https://shorturl.at/1L0Aw
ყურადღებით გაეცანით ფორმას და აუცილებლად მიამაგრეთ აქტივობების დამადასტურებელი სერტიფიკატები შესაბამის პუნქტს - ფორმატით (Zip File).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ მხოლოდ 2024-2025 წლის საგაზაფხულო სემესტრში განხორციელებული აქტივობები.
წარმატებას გისურვებთ!