17დეკ,2025
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამაზე მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
გამოცხადდა მიღება სამართლის, საჯარო მმართველობისა და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: სისტემატური თეოლოგია, ეკლესიის ისტორია, ეკლესიის სოციალური სწავლება).
ინფორმაცია პროგრამების შესახებ: https://www.sabauni.edu.ge/ka/content/fakultetebi/sadoqtoro-skola;
ინფორმაცია ხელმძღვანელების შესახებ:
- სამართლის დარგობრივი სადისერტაციო კოლეგია: https://www.sabauni.edu.ge/ka/content/fakultetebi/sadoqtoro-skola/sadisertacio-kolegiebi/samartlis-dargobrivi-sadisertacio-kolegia
- თეოლოგიის დარგობრივი სადისერტაციო კოლეგია: https://www.sabauni.edu.ge/ka/content/fakultetebi/sadoqtoro-skola/sadisertacio-kolegiebi/teologiis-dargobrivi-sadisertacio-kolegia
- საჯარო მმართველობის სადისერტაციო კოლეგია: https://www.sabauni.edu.ge/ka/content/fakultetebi/sadoqtoro-skola/sadisertacio-kolegiebi/sajaro-mmartvelobis-sadisertatsio-kolegia
ინფორმაცია დოქტორანტების მიერ კვლევის განხორციელებისათვის მხარდამჭერი და წახალისების მექანიზმების შესახებ: https://www.sabauni.edu.ge/ka/content/kvleva/kvleviti-sakmianoba).
2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართლის, საჯარო მმართველობისა და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადები:
- საბუთების მიღება (რეგისტრაცია) იწარმოება 2026 წლის 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით;
- ტესტირება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) (არ ეხება მათ, ვინც საერთაშორისო სერტიფიკატის საფუძველზე გათავისუფლებულია გამოცდისგან ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.) – 2026 წლის 15 იანვარი.
შენიშვნა: ინგლისურ ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1 დონეზე მოეთხოვებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც აბარებენ ფრანგულ ან გერმანულ ენებს.
- დარგობრივი გამოცდა თეოლოგიაში – 2026 წლის 15 იანვარი; ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 15 იანვარი;
- აპელაციაზე განცხადებების მიღება -2026 წლის 15 იანვრის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში;
- აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 2026 წლის 15 იანვრის 20:00 საათამდე;
- გასაუბრება სადოქტორო მიმღებ კომისიასთან - 2026 წლის 16 იანვარი;
- საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 16 იანვარი;
- ხელშეკრულების დადება დოქტორანტურის კანდიდატებთან - 2026 წლის 20 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით;
- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 2026 წლის 23 იანვარი.
წარმოსადგენ დოკუმენტაცია :
- შევსებული განაცხადი, აპლიკაცია (რომელიც დოქტორანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს);
- კონკურსანტის რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, აღიარების დოკუმენტი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინგლისური ენის ნაცვლად გერმანული ან ფრანგული ენის გამოცდის ჩაბარების ან სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში - ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
შენიშვნა: სერტიფიკატის აღიარების წესი განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამით;სერტიფიკატის წარმოდგენისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე;დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში, უნივერსიტეტს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, ირიცხება თუ არა პირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- დოქტორანტობის კანდიდატის მიერ დარგობრივი სადისერტაციო კოლეგიის შემადგენლობიდან შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაცია (შუამდგომლობა) და სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვა (კვლევის პროექტი), რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგნის აქტუალურობისა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას, ასევე, ნაშრომის სავარაუდო სათაურს, მიახლოებით სტრუქტურასა და საორიენტაციო ბიბლიოგრაფიას;
- სარეკომენდაციო წერილი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს აკადემიური, ხოლო მეორე - სამსახურებრივი;
- ცნობა სამუშაო ადგილისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
- შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციების ასლები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შენიშვნა: კანდიდატს სავალდებულოდ მოეთხოვება ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი წინაპირობის დაკმაყოფილება: შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.