22ოქტ,2025
Erasmus+ ათი წელი საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე ათი წელია, რაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ ICM პროექტებში მონაწილეობს. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, 17 ოქტომბერს ამ პროგრამის კურსდამთავრებულთა მიღება გაიმართა, რომელზეც ასევე მოწვეულები იმ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, სადაც მობილობები განხორციელდა.
შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც შეაჯამა ათი წლის განმავლობაში განხორციელებული Erasmus+ პროექტები.
„100 ზე მეტი მობილობით გაგზავნილი სტუდენტი, 100 მდე განხორციელებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა და 80 მდე მიღებული უცხოელი პერსონალი - ეს არის ათი წლის მანძილზე მიღწეული Erasmus+ პროექტების შედეგები, რომლითაც ნამდვილად ვამაყობთ. ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის საუკეთესო მოგონებები, წარმატებების ისტორიები, ახალი მეგობრები, დანგრეული სტერეოტიპები და ახალი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები“ -თქვა შორენა პარუნაშვილმა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ გამოცდილება, შთაბეჭდილება და საუკეთესო მოგონებები რაც Erasmus+ გაცვლითმა პროგრამამ დატოვა მათ ცხოვრებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის, იტალიის და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრა ჩატარდა ErasmusDays საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც მხოფლიოს მასშტაბით ტარდება ყოველწლიურად და აერთიანებს ათასობით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. ამავე კამპანიის ფარგლებში, შორენა პარუანშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა Erasmus+ მობილობებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, სადაც დაინტერებულ პირებას მიაწოდა ინფორმაცია ზოგადად Erasmus+ პროექტებისა და მიმდინარე კონკურსების შესახებ. ღონისძიებას ონლაინ შემოუერთდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლები ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტიდან, მარი-კიური სკლოდოვსკას უნივერსიტეტიდან და სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტიდან.
ErasmusDays2025 წელს 13 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე აღინიშნებოდა.