28ოქტ,2024
Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტი ENHANCE-GSL
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჩართულობით დაფინანსდა Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტი “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ (ENHANCE- GSL), რომელიც მიმართულია უნივერსიტეტების აქტიური როლის გაძლიერებაზე საზოგადოებაში, თემთან ჩართულობაზე ფოკუსით. სიერა ლეონესა და საქართველოს მაგალითებზე დაყრდნობით, პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში დაგროვილი გამოცდილებების გამოიყენებას თემთან ჩართულობის ადაპტირებადი სტრატეგიების შესამუშავებლად. პროექტის ზოგადი მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებებს შორის კავშირის გაძლიერება ორივე ქვეყანაში. ძირითადი შედეგები მოიცავს უნარ-ჩვევების განვითარებას, რესურსებისა გაზრდას და სპეციალიზებული ერთეულის ჩამოყალიბებას, რაც აუცილებელია უნივერსიტეტებისთვის იმისთვის, რომ დაამყარონ და შეინარჩუნონ გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები ადგილობრივ თემებთან.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმძღვანელოს შემუშავება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ და ქართულ ენებზე. პროექტის ხანგრძლივობა ორი წელი (2024-2026).
პროექტში ჩართულია ორი ქართული უნივერსიტეტი (საქართველოს უნივერსიტეტი (კოორდინატორი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი); ორი უნივერსიტეტი სიერა ლეონედან (მაკენის უნივერსიტეტი, სიერა ლეონეს უნივერსიტეტი); ერთი ხორვატული უნივერსიტეტი (რიეკას უნივერსიტეტი) და ერთი სლოვაკური უნივერსიტეტი (მატეი ბალას უნივერსიტეტი ბანსკა-ბისტრიცაში).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდა პროექტში მონაწილეობენ, პრორექტორი პროფ. დიმიტრი გეგენავა, ანტი-დისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი, ცისია ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.