20მარ,2026
Erasmus+ კვლევითი მობილობა PhD სტუდენტებისთვის კადისის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან კადისის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სადოქტორო სკოლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
- შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს;
- სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება;
- სტუდენტს რომელსაც ერთ საფეხურზე უკვე მოპოვებული აქვს Erasmus+ ICM გრანტი.
გრანტი:
- ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევრო
- ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტი (სოციალურად დაუცველი, საზღვრისპირა რეგიონიდან, მაღალმთიანი რეგიონიდან, მრავალშვილიანი ოჯახიდან ....) მიიღებს დამატებით გრანტს 250 ევროს ოდენობით.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (33%) მიიღებენ ასევე დამატებით ფინანსურ დახმარებას.
- მგზავრობა: გამოითვლება მანძილის კალკულატორის მიხედვით
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
ვინაიდან მობილობის ხანგძლივობაა 5 თვე, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა ან სპეციალური ნებართვა მობილობის პერიოდში ესპანეთში საცხოვრებლად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში არ არის ესპანეთის საკონსულო, ვიზის ასაღებად საჭიროა თურქეთში წასვლა. ასევე, შესაძლებელია სტუდენტი წავიდეს ვიზის გარეშე (უვიზო მიმოსვლის ფარგლებში) და ადგილზე აიღოს ნებართვა (რაც გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული).
კადისის უნივერსიტეტის კოორდინატორები
ვრცლად ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შესახებ ეწვიეთ ბმულს
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი მინიმუმ B2 (ესპანური, ინგლისური, ფრანგული) (მოითხოვეთ უცხო ენათა ცენტრში sh.gogiashvili@sabauni.edu.ge , მიუთითეთ მიზნობრიობა)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- კვლევის გეგმა
- CV Euro pass ფორმატში;ბმული
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
- ინკლუზიურობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა საბაუნიში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე (სწავლის საფასურის გადახდა).
საბაუნის შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება / კვლევის გეგმა - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაციას - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ესპანური მხარის შერჩევის კრიტერიუმებია:
- ერასმუს+ პროგრამაში პირველადი მონაწილეობა - 1 ქულა
- აკადემიური მოსწრება - 2 ქულა
- სტუდენტის კვლევითი გეგმა - 2 ქულა
- ესპანური ენის ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) – 1 ქულა
- სხვა ენების ცოდნა (B2 დონეზე და მაღლა) - 1 ქულა
- ინკლუზიურობა (თუ სტუდენტი მიეკუთვნება Erasmus+ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სტრატეგიაში გაწერილ რომელიმე ჯგუფს) - 3 ქულა
ეტაპები:
პირველ ეტაპზე სტუდენტების შერჩევა გამგზავნი და მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ.
- ივნისის შუა რიცხვები - გამოქვეყნდება პირველადი სია, შეფასებების მითითებით
მეორე ეტაპზე ონლაინ აპლიკაციის შევსება და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება (კადისის უნივერსიტეტის საიტზე განთავსდება მაისის დასაწყისში)
აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია: (მეორე ეტაპი)
- პასპორტის ასლი
- ენის სერტიფიკატები
- ხელმოწერილი სასწავლო ხელშეკრულება (პდფ ფორმატში)
მნიშვნელოვანი ვადები:
14 აპრილი - საბუთების მიღება
15 აპრილი, 11:00 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.