06ნოე,2025
Erasmus+ სტუდენტების გაცვლითი პროგრამა უნგრეთსა და პოლონეთში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ სტუდენტების საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გაზაფხულის სემესტრს ისწავლიან საბაუნის შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში:
- პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
- იოანე პავლე მეორის კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საბაუნის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური დავალიანება და რომელთა მინიმალური GPA 2 და მეტია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- პირველი სემესტრის სტუდენტებს;
- დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტთან შეათანხმებენ და მობილობის დასრულების შემდეგ მზად იქნება სემესტრის დასამატებლად);
- ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს;
Erasmus+ ICM პროგრამა, ეს არის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფარავს მგზავრობის ხარჯებს და ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას (მგზავრობის ხარჯები და სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულა ქვეყანაზე, სადაც მდებარეობს მიმღები უნივერსიტეტი). დეტალები იხილეთ ბმულზე.
მიმღები უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები:
შენიშვნა: მოცემული სასწავლო კურსები განახლებადია, შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ეს არ იქნება დაბრკოლება სტუდენტისთვის.
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 23 ნოემბრისა, საბაუნის ელ-ფოსტიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge . მეილის სათაურში მიუთითეთ: Erasmus+ ICM და (ის უნივერსიტეტი, სადაც აკეთებთ განაცხადს).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში )
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან (ქართულ ან ინგლისურ ენაზე)
შენიშვნა 1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა 2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, სტუდენტმა უნდა გაიაროს საბაუნიში ადმინისტრაციული რეგისტრაცია უცხოეთში წასვლამდე.
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
მნიშვნელოვანი ვადები:
19 ნოემბერი, 13:00 საათი - ტესტირება ინგლისურ ენაში, მათთვის ვისაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი (ტესტირების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე მიმდინარე წლის 18 ნოემბრისა)
23 ნოემბერი - საბუთების მიღება
25 ნოემბრი, 10:15 საათი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა (კანდიდატებს ეცნობებათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ).
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ოთახი 408.