29ივნ,2025
FUCE გენერალური ასამბლეა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორმა მამა აკაკი ჭელიძემ და პრორექტორმა, პროფესორმა დიმიტრი გეგენავამ მონაწილეობა მიირეს ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის გენერალურ ასამბლეაში, რომელსაც მიმდინარე წლის 5 ივნისს ლუვენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა (ბელგია) უმასპინძლა.
2025 წლის გენერალური ასამბლეის თემა იყო “ჯანმრთელობის ჰოლისტური მიდგომის სულიერი განზომილება: კათოლიკური უნივერსიტეტების შესაძლო წვლილი“.
გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აფასებენ ფედერაციის საქმიანობას და მსჯელობენ კათოლიკური უნივერსიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.