
26ივნ,2025
კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენცია – არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები
8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა და სამართლის პრაქტიკული კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკასთან თანამშრომლობით გამართავს კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენციას: „კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენცია – არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“.
კონფერენციაზე მომხსენებლები განიხილავენ სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკური კურსების სპეციფიკას, სტუდენტთა კლინიკურ გამოცდილებას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არსებულ იმ საერთო ინდივიდუალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული კლინიკების წინაშე, ასევე დაფინანსებისა და შესაძლო პარტნიორობის პერსპექტივებს.
ონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული კლინიკების წარმომადგენლები, სტუდენტები. ღონისძიებას ფასილიტაციასა და მოდერაციას გაუწევს ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკური პროფესორი ბრიჯიტ არიმონდი