21ნოე,2023
კრაკოვის აკადემია იგნატიანუმის პროფესორი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ესტუმრა
2023 წლის 13-17 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში სტუმრობდა კრაკოვის აკადემია იგნატიანუმის (პოლონეთი) პროფესორი პიოტრ მუსიევიჩი.
ვიზიტის ფარგლებში პოლონელმა პროფესორმა მრგვალი მაგიდის ფორმატში პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის წაიკითხა მოხსენება თემაზე: From Communism to Democracy: Political and Social Transformation of Central Europe since 1989. Case of Poland. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა შეკითხვების დასმის, საკუთარი მოსაზრებების გაზიარების.
მრგვალი მაგიდის ფორმატში საჯარო მოხსენების წარდგენის გარდა, პროფესორმა მონაწილეობა მიიღო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში SOCIETIES IN TRANSITION, In Search of Peace and Well-being, სადაც წარადგინა მოხსენება თემაზე: The Catholic Church and the war in the Ukraine.
ასევე, აქტიურად ჩაერთო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ აკადემიური პერსონალისთვის ორგანიზებულ ვორქშოფში "How to innovate in pedagogy to make your students more collaborative? Illustration with the reverse classroom”, რომელსაც უძღვებოდა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების მიმართულებით, დიზაინის სკოლა, "HEMiSF4iRE “-ის დირექტორი, ჟან-შარლ კაიე.
ზემოაღნიშნულის გარდა, პროფესორი პიოტრ მუსიევიჩი შეხვდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასოცირებულ პროფესორს, თამარ ქობულაძესა და მოწვეულ ლექტორს, ლია გელაშვილს. ასევე, შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერთან, შორენა პარუნაშვილთან. ადმინისტრაციის პერსონალთან შეხვედრების დროს ძირითადი ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
პროფესორ პიოტრ მუსიევიჩის მობილობა აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი Erasmus+ მობილობის ფარგლებში განხორციელდა.