17აპრ,2026
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
2026 წლის 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ოლგა ნადსკაკულა-კაშმარჩიკი Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს სტუმრობდა.
ვიზიტის დასაწყისში, პროფესორმა ნადსკაკულა-კაშმარჩიკმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ ამავე პერიოდში Erasmus+ აკადემიური მობილობით მყოფი ესპანელი პროფესორები სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტიდან. შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, შორენა პარუნაშვილმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა.
პოლონელი პროფესორი ასევე შეხვდრა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ქობულაძეს და დეკანის თანაშემწეს, ლია გელაშვილს, რომლებთანაც საუბარში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების ფორმებზე.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ნადსკაკულა-კაშმარჩიკმა ლექციები ჩაატარა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის თემაზე რუსული დეზინფორმაცია და მისი სახეები.
“ეს მობილობა ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი და ღირებული გამოცდილება იყო და მე მტკიცედ მჯერა, რომ ის ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის მრავალ პერსპექტიულ შესაძლებლობას ხსნის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის აკადემიური გაცვლები და ერთობლივი ინიციატივები. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია ურთიერთგაგებისა და გახსნილობის საფუძველი, რომელიც ამ ვიზიტის დროს შეიქმნა. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ უფრო მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისია და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ დიალოგს მომავალში.
ამ მობილობის მთავარი სარგებელი იყო შესაძლებლობა, პირდაპირ მესაუბრა ქართველ სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან, რამაც საშუალება მომცა უკეთ გამეგო მათი პერსპექტივები, გამოცდილება და ადგილობრივი კონტექსტი. ეს ასევე ღირებული შესაძლებლობა იყო იდეების გაცვლისთვის, მიდგომების შესადარებლად და საკუთარი კვლევისა და სწავლების ახალი ხედვებით გასამდიდრებლად” - ოლგა ნადსკაკულა-კაშმარჩიკმა.