
22ივლ,2025
ლიკა ზაგაშვილის მობილობა კვიპროსის ღია უნივერისტეტში
ლიკა ზაგაშვილი, საბაუნის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით კვიპროსის ღია უნივერისტეტს სტუმრობდა, სადაც ერთი თვის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, ლიკამ კვიპროსელ სტუდენტებს და პერსონალს მისი სადოქტორო თემის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა, მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის თემაზე გამართულ საზაფხულო სკოლაში. მიუხედავად დროის სიმცირისა, ლიკასთვის ეს მობილობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
„გულწრფელად რომ გითხრათ მე ასეთი დადებითი მოლოდინები არ მქონდა და ვფიქრობდი, რომ 21 დღეში შეიძლებოდა ვერ დამეგროვებინა საკმარისი ცოდნა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, რადგან თუნდაც იმ ერთმა კვირამ, რომელიც გავატარე საზაფხულო სკოლაში, ბევრად მეტი ცოდნა და კვალიფიკაცია მომცა, ვიდრე მანამდე მქონდა. გარდა ამისა, გავიუმჯობესე ინგლისური ენა და დავძლიე აუდიტორიასთან ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის ბარიერი. ინგლისურ ენაზე წაკითხულმა ლექციამ სხვაგვარად ამიმაღლა თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა მომცა. სხვა სტუდენტებებს ვურჩევსი რომ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა უცხოეთში სასწავლებლად. ყველა ის შანსი, რომელიც გავუშვი და არ მივიღე მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, ყველას ვნანობ, რადგან ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, პირველ რიგში საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. არასდროს არ თქვან უარი ასეთ შესაძლებლობაზე. პირველი ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ცხოვრებაში რთულია, მაგრამ ყველაფერი გადალახვადია“ - აღნიშნავს ლიკა ზაგაშვილი.