22ივნ,2023
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი საბაუნიში
2023 წლის 5-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ქშიშტოფ ვიაკი სტუმრობდა, რომლის ვიზიტიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამით განხორციელდა.
პროფესორმა ვიაკმა მონაწილეობა მიიღო საბაუნის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად იყო ჩართული სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში - „ევროკავშირის იმიგრაციის ჩარჩო: მესამე ქვეყნის მოქალაქეების პოზიცია“, გამართა საკონსულტაციო შეხვედრები სადოქტორო პროგრამის სტუდენტებთან და მონაწილეობა მიიღო რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“. მისი მოხსენების თემა იყო - „გენოციდის საკითხი პოლონურ სისხლის სამართალში“.
„საბაუნიში ვიზიტი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან მონაწილეობა მივიღე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში და ასევე დავესწარი ესპანელი პროფესორის საჯარო ლექციას, რომელშიც მომხსენებელმა განიხილა ევროკავშირის პარტნიორობის შეთანხმებები აღმოსავლეთ პარტნიორობის მაგალითზე. გარდა ამისა, გავიცანი ქართველი, ჩეხი და ესპანელი კოლეგები, რომლებთანაც სამომავლოდ ვფიქრობ სისხლის სამართლის მიმართლებით თანამშრომლობის გაღრმავებას“ .
იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს თანამშრომლობის ისტორია აქვთ სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, როგორიცაა: Erasmus+, აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი ღონისძიებები, კვლევები, სასწავლო ვიზიტები და სხვა.