
06ოქტ,2025
ნიკეას საეკლესიო კრება - ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას - „ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო“, რომელიც ნიკეის მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თეოლოგები, ისტორიკოსები და მკვლევრები საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ განიხილეს ნიკეის კრების ისტორიული, დოგმატური და კულტურული მნიშვნელობა, ქრისტიანული ერთობის იდეა და მისი გავლენა საქართველოს რელიგიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
კონფერენცია მოიცავდა დისკუსიებსა და თემატური მოხსენებებს, სადაც მონაწილეებმა წარმოაჩინეს როგორც ისტორიული მემკვიდრეობა, ასევე იმ გამოწვევები, რომლებიც დღეს ქრისტიანულ ერთობასა და კულტურათაშორის ურთიერთგაგებას უკავშირდება. ღონისძიებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში თეოლოგიური აზროვნების განვითარების მხარდაჭერასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას
კონფერენციის მიზანი იყო ნიკეის კრების მნიშვნელობის გააზრება ეკლესიის ერთიანობის, დიალოგისა და თეოლოგიური თანამშრომლობის თანამედროვე კონტექსტში.
კონფერენცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.