08ოქტ,2026
საბაუნის აკადემიური პერსონალის მორიგი წარმატება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ივანე ოქრომჭედლიშვილის, სტატია სახელწოდებით “Economic Defence in Wartime and Transatlantic Solidarity: The Case of Ukraine and NATO” გამოქვეყნდა საერთაშორისო პერსტიჟული გამომცემლობა Emerald Publishing-ის მიერ გამოცემულ კრებულში “Enhancing Transatlantic Solidarity in Collective Defence: Navigating Increased Defence Expenditures, Cyber Security, and Emerging Risks”.
თავი ეძღვნება ომის პირობებში ეკონომიკური თავდაცვის საკითხებს უკრაინის მაგალითზე და აანალიზებს რუსეთისა და უკრაინის ომის გავლენას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, სამრეწველო და ფინანსურ სისტემებსა და ფისკალურ მდგრადობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერას.
დაინტერესებულ პირებს მისი გაცნობა შეუძლიათ. გამომცემლობის საიტზე - https://doi.org/10.1108/978-1-80686-259-720261007