15ივლ,2026
საბაუნის ასოცირებული პროფესორის აკადემიური მობილობა ბუდაპეშტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სალომე გოგბერაშვილი Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით უნგრეთში, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთი კვირის მანძილზე სალომე გოგბერაშვილმა შეხვედრები გამართა უნგრელ კოლეგებთან და ლექციები ჩაატარა სტუდენტებისთვის. „მობილობა ჩემთვის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. განსაკუთრებით საინტერესო იყო მასპინძელი უნივერსიტეტის სწავლების მეთოდებისა და აკადემიური გარემოს გაცნობა, ასევე საერთაშორისო კოლეგებთან გამოცდილებისა და იდეების გაზიარება. აღნიშნული მობილობა მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტის, ისე ფაკულტეტისთვის, რადგან ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალი აკადემიური კონტაქტების დამყარებას და თანამედროვე სასწავლო პრაქტიკების გაზიარებას. ვგეგმავ კოლეგების მიერ გაზიარებული სწავლების პრაქტიკებისა და მეთოდების დანერგვას სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. კოლეგებთან საუბრისას განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი პროექტებისა და კვლევითი აქტივობების განხორციელებაც'' - სალომე გოგბერაშვილი
სალომე გოგბერაშვილის აკადემიური მობილობა 2026 წლის 11-15 მაისს განხორციელდა და სრულად დაფინანსებული იყო ევროკომისიის Erasmus+ პროგრამის მიერ.