14სექ,2026
საბაუნის ასოცირებულმა პროფესორმა ნიუ-იორკის ბლავატნიკის არქივის სტიპენდია მოიპოვა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანი მანველიშვილმა, ნიუ-იორკის ბლავატნიკის არქივის (Blavatnik Archive) სტიპენდია მოიპოვა. მისი პროექტი „The Soviet Home Front as an Emotional World: Family, Childhood, and Wartime Celebrations in Postcards (1941–1945)“ ითვალისწინებს ამერიკულ საარქივო ცენტრში დაცული საფოსტო ბართაების შესწავლას და მათი მეშვეობით მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა ზურგის ემოციური გარემოს, ოჯახური დინამიკის, ომისდროინდელ დღესასწაულების და ყოველდიური ცხოვრების ანალიზს. კვლევა 2026 სექტემბრიდან 2027 წლის თებერვლის ჩათვლით განხორციელდება.