09სექ,2026
საბაუნის პერსონალი საფრანგეთში გამართულ საზაფხულო სკოლაში
29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა გიორგი თავაძემ და მოწვეულმა სპეციალისტმა სალომე აბულაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ანჟეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მენეჯმენტის უმაღლესი სკოლისა (Ircom) და ანჟეს უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში.
საზაფხულო სკოლის თემა იყო „მემკვიდრეობა, ცხოვრების ხელოვნება და ტურიზმი“ და გაიმართა იუნესკოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის სიაში შემავალ ლუარის ხეობასა და ანჟეში (საფრანგეთი). “საზაფხულო სკოლის თემატიკა ძირითადად იყო ტურისტული მიმართულებით: დიდი ადგილი ეთმობოდა მათი ადგილობრივი კულტურის,ღირშესანიშნაობების შესახებ ლექციებსა და შემდგომში მათ მონახულებას. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ფრანგული ფრანგული ღვინის ისტორიის შესახებ ლექციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვიკითხავდნენ. საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო ზაფხულის სკოლა აღმოჩნდა, რისთვისაც მადლობელი ვარ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის“ - სალომე აბულაშვილი
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებს ანჟეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლასა და ანჟეს უნივერსიტეტში. მათ, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ანჟეს რეგიონის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ.