30ოქტ,2026
საბაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის მობილობა ესპანეთში
ლიანა ზაგაშვილი, საბაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც 2025-2026 წლის გაზაფხულის სემესტრი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით ესპანეთში, კადისის უნივერსიტეტში გაატარა.
ესპანეთში გატარებული ერთი სემესტრი გაცილებით მეტი აღმოჩნდა ლიანასთვის, ვიდრე ელოდა. როგორც ლიანა იხსენებს, ეს იყო ერთგვარი ფუფუნება, როდესაც შეეძლო მხოლოდ კვლევაზე კონცენტრირება და მუშაობა. გარდა ამისა, ამ სემესტრმა შეახვედრა პროფესორს, რომელიც შემდგომში მისი თანახელმძღვანელი გახდა.
საქართველოში დაბრუნებულ ლიანას ყველაზე მეტად ესპანელი ხალხი და კვლევებისთვის დათმობილი თავისუფალი დრო მოენატრება, რაც საქართველოს სტუდენტებისთვის ნამდვილად ბევრ რამეს ნიშნავს.
კითხვაზე, რას ურჩევდა სხვა სტუდენტებს, ლიანას პასუხია, გაბედულება: „არც ერთი წამით არ დაფიქრდეთ იმაზე ღირს თუ არა ცდა. აუცილებლად ღირს, რადგან მსგავსი გამოცდილება საუკეთესო საშუალებაა თქვენი განვითარებისათვის, საკუთარი თვითშეფასების ამაღლებისა და ახალი ადამიანების გაცნობისთვის. გაცვლითი პროგრამა მხოლოდ სხვა ქვეყანაში წასვლა არ არის. ამ დროს მთლიანად ხდები იმ კულტურისა და გარემოს ნაწილი. ამ გადმოსახედიდან, რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერასდროს ვიფიქრებდი უცხოეთში მარტო ცხორება ასეთი კარგი თუ იქნებოდა“ - ამბობს ლიანა.