03აპრ,2024
საბაუნიში Erasmus+ გაცვლითი პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
28 მარტს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს Erasmus+ მიმდინარე კონკურსები, რომლებიც განკუთვნილია საბაუნის თითქმის ყველა პროგრამის სტუდენტებისათვის. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია თითოეული კონკურსის შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ საბაუნის ის სტუდენტები, რომლებმაც Erasmus+ პროგრამით ისწავლეს სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში. მათ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარეს სტუდენტებს.
მიმდინარე სემესტრში საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ისწავლონ ჩეხეთის, ნორვეგიის, ესპანეთის, უნგრეთის უნივერსიტეტებში.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ.