24ივლ,2026
საერთაშორისო პერსონალის კვირეული „ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება და მიკუთვნებულობა“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა,შორენა პარუნშვილმა მონაწილეობა მიიღო ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პერსონალის კვირეულში, რომელიც თემა იყო „ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება და მიკუთვნებულობა“ .
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო მოწვეული სტუმრების მოხსენებები, გამოცდილებების გაზიარება, ჯგუფური მუშაობები და პრეზენტაციები პოსტერების საშუალებით. კვირეულის პირველ დღეს ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს უნივერსიტეტის მოკლე პრეზენტაცია, ხოლო შემდგომ ინკლუზიური ცენტრის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე რასაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურ საქმიანობაში.
„კვირეულში მონაწილეობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. გარდა იმისა, რომ შევხვდი სხვადასხვა ევროპული და კანადური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს,გავეცანი უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებას ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. დასავლეთ ევროპისა და კანადის უნივერსიტეტებს საკმაოდ განვითარებული აქვთ ინკლუზიური მხარდაჭერის პროგრამები უნივერსიტეტებში, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის და ევროპის მიღმა ქვეყნებში, ეს პროცესი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ბევრი რამ საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რომელსაც აუცილებლად გავაზიარებ საბაუნის პერსონალთან შემდგომში გათვალისწინების მიზნით. ვიმედოვნებ ამ მობილობას მოჰყვება თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი ერთობლივი პროექტები, რომელთა შესახებ რამდენიმე კოლეგასთან უკვე მქონდა ამაზე საუბარი“ - შორენა პარუნაშვილი.
კვირეულის მონაწილეებმა მოინახულეს დღის ცენტრი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც სჭირდებათ სპეციალური ყურადღება. ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეებს გააცნეს ცენტრის საქმიანობა და ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებენ მშობელთა და მათ შვილთა მხარდასაჭერად.
შორენა პარუნაშვილის მობილობა 2026 წლის 15-19 ივნისს განხორციელდა და სრულდა დაფინანსებული იყო Erasmus+ KA171 პერსონალის მობილობის პროგრამით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობენ სტუდენტების და პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.