24ივლ,2026
სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტის აკადემიური მობილობა კადისის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი ნანა აღლემაშვილი Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით ესპანეთში, კადისის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ერთი კვირის განმავლობაში ნანა აღლემაშვილმა ლექციები ჩაატარა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე 1990-იან წლებში და 2008 წელს, ასევე, ქართველების ეთნიკური წმენდის საკითხზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებშიც კი საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შესახებ საერთაშორისო წრეებში მაინც ზედაპირული წარმოდგენებია, ლექციებზე ვეცადე საერთაშორისო სამართლის უკვე შემდგარ და მომავალი სპეციალისტებისთვის კიდევ უფრო ნათელი წარმოდგენა შემექმნა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიის შესახებ და მის სამართლებრივ შედეგებზე. საკითხი საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, ვინაიდან ჰქონდათ უამრავი შეკითხვა ლექციის განმავლობაში და ასევე, მისი დასრულების შემდეგ“ - ნანა აღლელმაშვილი.
აკადემიური პერსონალის მობილობა პერსონალს აძლევს საშუალებას არა მხოლოდ უცხოელ სტუდენტებთან ლექციების ჩატარების, არამედ სანაცნობო წრის გაფართოების და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების. მობილობის დროს ესპანელ კოლეგებთან საუბრისას ნანა აღლემაშვილმა განიხილა სამომავლოდ ერთობლივი სტატიის და კვლევების შესაძლებლობები.
ნანა აღლემაშვილის მობილობა მიმდინარე წლის 4-8 მაისს განხორციელდა და სრულად დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ Ka171 (ICM) პროგრამის მიერ. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ბოლო 5 წელია აქტიურად თანამშრომლობს კადისის უნივერსიტეტთან პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.