
09ოქტ,2025
სამართლის ფაკულტეტის დეკანი შჩეჩინის უნივერსიტეტის იუბილეზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი გორაძე, შჩეჩინის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამართლისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტის 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, დეკანმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა სამართლებრივი განათლების თემას და წარადგინა მოხსენება თემაზე:
„სამართლებრივი აზროვნების ფორმირება პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მეშვეობით: საქართველოს მაგალითი“.
ღონისძიება წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს შორის.
შჩეჩინის უნივერსიტეტი პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ცნობილია სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით.