02ნოე,2026
სამეცნიერო - პრაქტიკული სემინარი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის და განვითარების კვლევების ინსტიტუტი 5 ნოემბერს, 17:00–18:30 სთ-ზე გიწვევთ სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარზე: AI სამეცნიერო საგამომცემლო ეკოსისტემაში: გლობალური გამოწვევები და აკადემიური კეთილსინდისიერება, შეხვედრა ჩატარდება 407-ე აუდიტორიაში, მომხსენებელი: ნათია გაბედავა:
-
სამეცნიერო საგამომცემლო სფეროს ექსპერტი-ტრენერი.
-
DOAJ (Directory of Open Access Journals) ასოცირებული რედაქტორი;
-
COPE (Committee on Publication Ethics) - კომიტეტის წევრი;
-
სამეცნიერო ჟურნალების განვითარების, სარედაქციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ინდექსაციის მრჩეველი;
-
სამეცნიერო ჟურნალების საერთაშორისო სტანდარტებისა და საგამომცემლო ეთიკის ექსპერტი
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება სამი ძირითადი საკითხი:
1. ხელოვნური ინტელექტის გავლენა სამეცნიერო კვლევასა და საგამომცემლო პროცესებზე
AI-ის შესაძლებლობები და გლობალური გამოწვევები სამეცნიერო კვლევის, აკადემიური წერის, რეცენზირებისა და გამოქვეყნების პროცესში. AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაციის სანდოობა, ყალბი სამეცნიერო წყაროები და კვლევის ხარისხთან დაკავშირებული რისკები.
2. AI და აკადემიური კეთილსინდისიერება: ეთიკური საზღვრები და პასუხისმგებლობა
ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება სამეცნიერო საქმიანობაში; ავტორობის, პლაგიატის, გამჭვირვალობისა და კონფიდენციალურობის საკითხები. ადამიანის პასუხისმგებლობა, ნდობა და ეთიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობა AI-ის გამოყენებისას.
3. საერთაშორისო საგამომცემლო სტანდარტები და AI-ის პასუხისმგებლიანი ინტეგრაცია
COPE-ისა და DOAJ-ის პრინციპები, საერთაშორისო საგამომცემლო პრაქტიკა და AI-ის გამოყენების მარეგულირებელი სარედაქციო პოლიტიკა. სამეცნიერო ჟურნალების გამოწვევები და პრაქტიკული მიდგომები აკადემიური კეთილსინდისიერებისა და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად.