27თებ,2026
სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია
25 თებერვალს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კვლევითი პროექტის პრეზენტაცია: „მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991–2021) და მისი გავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე“, რომელიც წარადგინა უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი თავაძემ.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე დამსწრეებმა მოისმინეს კვლევის ძირითადი მიგნებები, რომლებიც ეყრდნობოდა 16 სხვადასხვა ინსტიტუციაში დასაქმებულ 32 აკადემიურ პერსონალთან ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებს. განხილული იყო, როგორ აღიქვამენ რესპონდენტები ინტერნაციონალიზაციას, რა ფაქტორები უწყობს ხელს ან აფერხებს ამ პროცესს და რა პროფესიულ რეალობაში უწევთ მათ საქმიანობა.