 
                                                                                        25აგვ,2025
შიდა მობილობა
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე შიდა მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები:
| № | საფეხური | საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება | ვაკანტური ადგილების რაოდენობა | 
|  | ბაკალავრიატი | ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 7 | 
|  | ბაკალავრიატი | საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამა | 5 | 
|  | ბაკალავრიატი | ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა | 7 | 
|  | ბაკალავრიატი | პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამა | 5 | 
|  | მაგისტრატურა | საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა | 3 | 
|  | ბაკალავრიატი | საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამა | 50 | 
|  | მაგისტრატურა | ადამიანური რესურსების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა | 2 | 
|  | მაგისტრატურა | ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა | 2 | 
|  | ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა | 5 | 
|  | ბაკალავრიატი | ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) საგანმანათლებლო პროგრამა | 3 | 
|  | ბაკალავრიატი | ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა | 5 | 
|  | მაგისტრატურა | თეოლოგია | 2 | 
|  | ბაკალავრიატი | თეოლოგია | 5 | 
|  | მაგისტრატურა | აღმოსავლეთ ევროპის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება | 3 | 
|  | ბაკალავრიატი | სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა | 10 | 
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები :
1. შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2025 წლის 1 სექტემბრიდან - 4 სექტემბრის ჩათვლით.
შენიშვნა, სხვა ფაკულტეტიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის რომელიმე პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში კანდიდატს დაენიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (6-9 სექტემბერი).
შიდა მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) განცხადება მიმღები ფაკულტეტის დეკანის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული:
ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისათვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: კ. ქუთათელაძის ქ. #3 
 
                                                                                         
                                                                                        