11ნოე,2025
უნგრელი პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
2025 წლის 27-31 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, თამაზ გიულავარი სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში უნგრელი პროფესორი შეხვდა სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიორგი გორაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს.
შეხვედრაზე საბაუნის წარმომადგენლებმა უნგრელ სტუმარს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სამართლის ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ. თავის მხრივ პროფესორმა გიულავარიმ, რომელიც არის შრომის სამართლის სპეციალისტი და უნგრული სამართლის აკადემიური ჟურნალის რედაქტორი, მზაობა გამოთქვა ქართველ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობაზე და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობაზე უნგრულ ჟურნალში შრომითი სამართალისა და ანტიდისკრიმინაციული სამართლის მიმართულებით.
უნგრელმა სტუმარმა, მობილობის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა საბაუნის სტუდენტებისათვის თემაზე ევროკავშირის ანტი-დისკრიმინაციული სამართალი, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ესწრებოდა საქართველოში უნგრეთის საელჩოს წარმომადგენელი სოფია კელემენი. მან ასევე ლექცია ჩაატარა სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის თემაზე კოლექტიური შრომითი სამართალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი პროფესორის ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.