რატომ საბაუნი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდი ცნობარში - 088
გაცვლითი პროგრამები ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში
საბაუნის სტუდენტები ისწავლიან ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებისა და საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შიდა საუნივერსიტეტო გრანტებით, სრული დაფინანსებით.
ექსკლუზიური სასერტიფიკატო პროგრამები
საბაუნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თითოეული სტუდენტის საჭიროებას მოერგოს, ამიტომ მუდმივ რეჟიმში ატარებს პროფესიული განვითარებისთვისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო ტრენინგებს.
საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სახელობითი სტიპენდიები
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიებით, როგორიცაა: სულხან-საბას სახელობის სტიპენდია, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტიპენდია, სამართლის ფაკულტეტის სტიპენდია, თეოლოგიის ფაკულტეტის სტიპენდია.
სტაჟირების საუნივერსიტეტო პროგრამები
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება გაიაროს სტაჟირება საუნივერსიტეტო პროგრამებში არსებულ პროექტებში ჩართულობით.
სტარტაპ პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა
საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა სტარტაპ პროექტების გრანტის მოსაპოვებლად მიიღოს დარგის ლიდერებისგან სრული კონსულტაციები და რეკომენდაციები.
დამატებითი ბენეფიტები თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის
თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პირველ სემესტრში თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (75 ქულა+), სრული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას.
სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი სისტემა გადახდის მოქნილი სისტემა გულისხმობს სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას, მოთხოვნის შემთხვევაში.