საბაუნის ენების ცენტრი
ძირითადი მიზანი
უნივერსიტეტში უცხო ენების სწავლების დონის ამაღლება და სტუდენტებისთვის უცხო ენის სწავლების მაღალი ხარისხის შეთავაზება.
ენების ცენტრი ფუნქციონირებს 2018 წლის ოქტომბრიდან. ცენტრის ძირითადი მიზანია უცხო ენები შეასწავლოს უნივერსიტეტის სტუდენტებს იმ კრედიტების ფარგლებში, რაც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამებით. ევროპის სარეკომენდაციო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით A1- B2.2 დონეზე.
ჩვენი მოტივირებული და პროფესიონალი გუნდი ორიენტირებულია შექმნას სტუდენტის ინტერესებზე მორგებული, კომფორტული და მეგობრული სასწავლო გარემო.
ცენტრში სწავლა მიმდინარეობს კემბრიჯის და ოქსფორდის თანამედროვე პროგრამებით, მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი პედაგოგების მონაწილეობით, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო სერთიფიკატებს თანამედროვე მეთოდიკაში, გავლილი აქვთ საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული ტრენინგები.
ენების ცენტრი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სთავაზობს დარგობრივი ენების კურსს სპეციალობის მიხედვით.
ენების ცენტრის კურიკულუმის მიღმა ანხორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- English corner
- სამეცნიეროღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები, მრგვალიმაგიდა) დაგეგმვა, ჩატარება
- ფილმების ჩვენება
- სხვადასხვა სპიკერების მოწვევა საჯარო ლექციების ჩასატარებლად
- ექსპერიმენტული სწავლების დანერგვა( პრესით სწავლება)
- ვორქშოფების ჩატარება სტუდენტის ზოგადი ცოდნის ასამაღლებლად. მაგ: როგორ დავწეროთ ეფექტური სამოტივაციო წერილი ინგლისურად
- სხვადასხვა სახალისო აქტივობების მოწყობა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00-19:00 სთ;
- ტელ.: +995 32 242 22 42/130
- ელ.ფოსტა: sh.gogiashvili@sabauni.edu.ge
- ოთახი: 407