ცენტრის შესახებ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA2 პროექტის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“ (Sustainable Learner-centred Teaching Advanced Resources for China and Georgia /STAR/) ფარგლებში. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით რომელიც შეძენილ იქნა ამავე პროექტის ფარგლებში.
მსგავსი ერთეულები ჩამოყალიბდა პროექტში მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებში: საქართველო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შორის, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სწავლების მეთოდების გავრცელება/დანერგვით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის ამაღლებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის საჭიროებების დადგენა და მათი ხელშეწყობა.
ცენტრის ამოცანებია: ტრენინგების/ვორქშოპების/სამუშაო შეხვედრების ჩატარება; უნივერსიტეტს გარეთ გამართული ტრენინგების შესახებ ინფორმირება/ხელშეწყობა; ტრენინგებისა და ვორქშოპების მასალების შემუშავება და გავრცელება.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურთან და აკადემიური კვლევის და განვითარების მენჯერთან, მათთან ერთადაც გეგმავს და ახორციელებს პროფესიული განვითარების ღონისძიებებს.
საკონაქტო ინფორმაცია:
- ელ.ფოსტა: cpd@sabauni.edu.ge
- ტელ.: 242 22 42/132
- მის.: კ.ქუთათელაძის N3,
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი . ოთახი 407