განვითარების კვლევების ინსტიტუტი
განვითარების კვლევების ინსტიტუტი (Institute for Development Studies - IDS) საბაუნის ახალგაზრდა და სწარაფადგანვითარებადი კვლევითი ერთეულია.
IDS-ის პრიორიტეტია განვითარების ეკონომიკური (მათ შორის, ბიზნესისა და ტურიზმის) ასპექტების კვლევა.
IDS მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს განვითარების კვლევების საქმეში და დაამყაროს აკადემიური კავშირები ეროვნულ და საერთშორისო დონეზე. ინსტიტუტი ახორციელებს განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების ხელშეწყობასა და სწავლების გაფართოებას საგამომცემლო საქმიანობის, ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების, საჯარო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით.
ქართველი და უცხოელი პროფესორებისა და პრაქტიკოსი პროფესიონალების მიერ ჩატარებულმა განვითარების სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარების სერიამ დამსწრე პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გვასტიმულირებს, გავაგრძელოთ სემინარების ორგანიზება და განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე მსჯელობა უფრო ფართო საზოგადოების ფარგლებში.
ინსტიტუტის გამოსცემს რეცენზირებად, საერთაშორისო სტანდარტულ გამოცემათა ნომრის მქონე ყოველწლიურ ინგლისურენოვანი ჟურნალს - DEVECO (სტატიები მიიღება ყოველი წლის ივლისის ჩათვლით). დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ინსტიტუტს ids@sabauni.edu.ge
ინსტიტუტი გამოსცემს შრომების კრებულს.
ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება კონფერენცია „3nd Annual International Conference in Post-Soviet Studies - Footprints of Socialist Past and Challenges of Development: Global vs Local“.
ინსტიტუტი ღიაა აკადემიური თანამშრომლობისთვის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფარგლებში:
- ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კვლევითი და საგანმანათლებლო სამუშაოების განხორციელება;
- კვლევითი და საგანმანათლებლო კონტაქტების დამყარება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ორგანიზაციებთან;
- საერთაშორისო, სახელმწიფო, კერძო ან არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოების შესრულება დაკვეთით და გრანტით;
- მთარგმნელობითი საქმიანობა;
- საგამომცემლო საქმიანობა;
- სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო-პრაქტიკული და საგანმანათლებლო ღონისძიების (ტრენინგი, სემინარი, სამუშაო შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია, საჯარო შეხვედრა და სხვ.) ჩატარება დამოუკიდებლად და თანამონაწილეობით.
განვითარების კვლევების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს დირექტორი: ნინო პაპაჩაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ელ.ფოსტა: ids@sabauni.edu.ge
- Tel: +995 322 422242; Cell: +995 568 226648
- მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, კ. ქუთათელაძის N3 (თბილისი).