კონფერენციები
-
საერთაშორისო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“. კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად. კონფერენცია მულტიდისციპლინურია და მოიცავს სამართლისა და უსაფრთხოების ყველა მიმართულებას. კონფერენცია იმართება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და დოქტორანტებს.
-
რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში. კონფერენცია, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ და მასში ძირითადად წარმოდგენილია მოხსენებები საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებები. კონფერენციის მასალები ქვეყნდება პერიოდულად ამავე სახელწოდების კრებულში.
-
რელიგია და ადამიანის უფლებები. ამ ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებას ერთობლივად ახორციელებენ საბაუნის სამართლისა და თეოლოგიის ფაკულტეტები. კონფერენციის ძირითადი თემებია სახელმწიფო-ეკლესიის ურთიერთობის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხები.
-
სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები. კონფერენცია არის ყოველწლიური და იმართება სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, როგორც წესი, დეკემბრის პირველ ნახევარში, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, კვლევითი პოტენციალის გაზრდასა და უნარების გამომუშავებას ადამიანის უფლებების მიმართულებით.
-
საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია. კონფერენცია არის ყოველწლიური და მიზნად ისახავს სტუდენტებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების გამომუშავებას. როგორც წესი, კონფერენცია ტარდება პანელური სისტემით და მასში მონაწილეობს საბაუნის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი.
-
სტუდენტური კონფერენცია ანტიდისკრიმინაციულ სამართალში „თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა“. აღნიშნული კონფერენცია ტარდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ორგანიზებით. კონფერენციის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და კვლევითი პოტენციალისა თუ უნარ-ჩვევების გამომუშავება, ამაღლება თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებით.