ინგლისური ფილოლოგია (ბაკალავრი)
სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით
წლიური გადასახადი: 2 500 ლარი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
პროგრამის ხელმძღვანელი: სალომე გოგბერაშვილი/სოფიო მორალიშვილი
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
(A) შესძინოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროს, მათ შორის ინგლისური ენის სტრუქტურისა და კომპოზიციის, ბრიტანული და ამერიკული კულტურის და ლიტერატურის საკითხების, ფართო ცოდნა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
(B) განუვითაროს სხვადასხვა მიზნისა და აუდიტორიისათვის ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ფორმით თავისუფალი კომუნიკაციის განხორციელების უნარი;
(C) განუვითაროს მეორე უცხოურ ენაზე (გერმანულ/ფრანგულ/რუსულ) კომუნიკაციის განხორციელების უნარი;
(D) განუვითაროს პროფესიულ, ლინგვისტურ თუ ლიტერატურულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისა და კრიტიკულად ანალიზის უნარი;
(E) ჩამოუყალიბოს ინგლისური ფილოლოგიის სფეროში პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.