საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრი)
სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880103
სწავლების ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2 750 ლარი
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა.
მისაღები კონტიგენტი: 50
პროგრამის ხელმძღვანელი: მარიამ ელიაძე
- ექსკლუზიური, პრაქტიკული და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები;
- მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი და გამოცდილი ლექტორები;
- პრაქტიკის შესაძლებლობა საქართველოსა და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ცენტრებში;
- გაცვლითი პროგრამები, ეროვნული და საერთაშორისო საზაფხულო სკოლები და პროექტები;• საერთაშორისო ენების გაძლიერებული სწავლება.
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა კურსდამთავრებულს:
- აძლევს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებებისა და თეორიების, სტრუქტურისა და ინსტიტუტების, სისტემისა და სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პროცესების, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიულ ცოდნას;
- სძენს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და პრაქტიკაში გამოყენების საბაზისო უნარებს;
- უვითარებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლური პრინციპების კრიტიკული გააზრების უნარს;
- უვითარებს საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევებს, საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.