მიღება
მიღება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უცხოენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველმა პირებმა გაიარონ რეგისტრაცია და გადმოაგზავნონ საჭირო დოკუმენტაცია გადმოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: admission@sabauni.edu.ge. (შენიშვნა: მეილის გადმოგზავნისას დასახელებაში მიუთითეთ პროგრამის დასახელება)
პირველი ეტაპი:
-
სტუდენტობის კანდიდატის ონლაინ/ადგილზე რეგისტრაცია.
-
სტუდენტობის კანდიდატის მხრიდან, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული პირისთვის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის/რწმუნებულების გადაცემა.
-
სტუდენტობის კანდიდატის მხრიდან უნივერსიტეტისათვის შემდეგი საბუთების გადმოგზავნა:
-
პასპორტი
-
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტი, მათ შორის, საიდენტიფიკაციო საბუთი.
-
ფოტო (3X4)
-
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კერძოდ: FCE; IELTS- 5.5-6.5; TOEFL Paper 513-547; TOEFL CBT-183 – 210; TOEFL IBT- 65-78 (შენიშვნა: შესაბამისი სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტს მოუწევს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში).
-
რეგისტრაციის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
შენიშვნა: ყველა დოკუმენტი დასკანერებული PDF ფორმატის სახით
მეორე ეტაპი
საბუთების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში აპლიკანტს, ვისაც არ ექნება ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი დაენიშნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (შენიშვნა: B2 დონე, აპლიკანტმა ტესტში უნდა დააგროვოს მინიმუმ 61%) . ზემოთ მითითებულ ვადაში, ყველა აპლიკანტს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებების გამოყენებით დაენიშნება გასაუბრება პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით. უცხო ენის გამოცდისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებს თანხმობის წერილს საბაუნისაგან.
თანხმობის წერილის საფუძველზე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური. რეგისტრაციის საფასურია 300$ და მოიცავს, თარგმანის, ნოტარიულად დამოწმების და ცენტრის მიერ აღიარების პროცედურის საფასურს.
ბანკის მონაცემებია:
Sulkhan-Saba Orbeliani University LLC
Address: 3 K. Kutateladze street, Tbilisi
Intermediary Bank: JSC Basisbank
Bank code: CBASGE22
Identification code: 204426834
IBAN: GE97BS0000000037536350
გადახდის დროს მიზანში უნდა მიუთითოთ: სახელი, გვარი და პროგრამა. საფასურის მიღების შემდეგ, საბაუნი აპლიკანტს უგზავნის ოფიციალურ დასტურის წერილს.
ოფიციალური წერილის გაცემის შემდეგ, საბაუნი იწყებს აპლიკანტის ჩარიცხვის პროცედურას, რომელიც დაახლოებით 1 თვე გრძელდება (საბუთების თარგმნა, დამოწმება, აღიარება ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩარიცხვის შესახებ, რექტორის ბრძანება ჩარიცხვის შესახებ). რექტორის ბრძანების გამოცემამდე აპლიკანტი იხდის ერთი წლის სწავლის საფასურს მთლიანად. პროცედურის დასრულების შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს ოფიციალურ ბრძანებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ.
მესამე ეტაპი
სავიზო მხარდაჭერა
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის სავიზო მხარდაჭერას, რაც გამოიხატება სტუდენტის ხელშეწყობაში - დაეხმაროს საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში, როგორებიცაა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის რექტორის აქტები სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ; თანხმობის წერილი; მოწვევის წერილი, ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილი აქვს საგანგებო პორტალი, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვიზასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება (https://www.geoconsul.gov.ge/en/visaInformation). საბაუნის საერთაშორისო სტუდენტების მენეჯერი ეხმარება აპლიკანტებს სავიზო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და გასცემს ყველა საჭირო დოკუმენტს უნივერსიტეტის მხრიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, სავიზო განაცხადის გაკეთების დროს უნდა ირიცხებოდეთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვას, როგორც წესი, სჭირდება დაახლოებით 3 კვირა, ხოლო ვიზის აღებას 4 კვირა. ეს არის საორიენტაციო ვადები და სტუდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია ეს საკითხები დააზუსტონ შესაბამის წყაროსთან.
სტუდენტების დახვედრისა და ადაპტაციის პროცედურები:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების ადაპტაციის მიზნით შექმნილია „სტუდენტების დახმარების“ Guidemate students პროგრამა, რომლის ფარგლებში ქართველი სტუდენტები ეხმარებიან უცხოელ სტუდენტებს (ერთ ქართველ სტუდენტზე მაქსიმუმ 5 უცხოელი სტუდენტი).
უცხოელ სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ ქართველ დამხმარე სტუდენტებს ისეთი საკითხებით, როგორიცაა:
-
ტრანსპორტი (მიმართულება, სამგზავრო ბარათი)
-
სტუდენტურ ბაზებთან დაკავშირებული საკითხები
-
ადგილობრივ საზოგადოებაში ადაპტირება (გასართობი ღონისძიებები)
-
ბინის ქირაობის შემთხვევაში, ბინის მეპატრონესთან კომუნიკაციაში დახმარებ, საჭიროების შემთხვევაში
-
და სხვა.
უცხოელი სტუდენტების მიღება/დაბინავება/ადაპტაციის პროცედურები შემდეგია:
-
ჩარიცხულ სტუდენტებთან დაკავშირება და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება საქართველოში ცხოვრების შესახებ
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდება ჩარიცხული სტუდენტების ვინაობა, უცხოელ სტუდენტთა მენეჯერი უკავშირდება ელექტრონულ ფოსტაზე და უგზავნის ყველა საჭირო ინფორმაციას საქართველოში ჩამოსვლის, ცხოვრების შესახებ). სტუდენტებს საშუალება აქვთ შეღავათიან ფასად ისარგებლონ თანამედროვე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით სადაც დაცულია უსაფრთხოებისა ყველა ნორმები.
-
Guidemate student მიმაგრება
ქართველ სტუდენტებთან კომუნიკაციის საფუძველზე იქნებიან შერჩეული ქართველი და უცხოელი სტუდენტები (რომელი ქართველი სტუდენტი რომელი უცხოელი სტუდენტის Guidemate იქნება) და ვაწვდით უცხოელ სტუდენტებს ქართველი სტუდენტების კონტაქტებს.
-
ჩამოსვლა
იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი ჩამოდის ერთად, შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე აეროპორტში დახვედრა და მათი დაბინავება.
-
ღია კარის დღე
სწავლის დაწყებამდე ერთი კვირის ვადაში საერთაშორისო სტუდენტების მენეჯერი ფაკულტეტებთან ერთად მართავს ღია კარის დღე (ებ)ს, სადაც სტუდენტები იღებენ დაწვრილებით ინფორმაციას უნივერსიტეტის და აქ სწავლების შესახებ (სწავლის გრაფიკის, შეფასების სისტემა გამოცდები, სწავლის ფორმატი, მასალები, სტუდენტური ბაზის გამოყენება და სხვ). ამავე შეხვედრაზე სტუდენტებს გაეცნობიან სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებსაც შემდგომში მუდმივი შეხება ექნებათ სტუდენტებთან (სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, სტუდენტურ საქმეთა სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, ფინანსური სამსახური და სხვ).
-
ქალაქის ტური
ქალაქის გაცნობის მიზნით, სწავლის დაწყებიდან 2-3 კვირის განმავლობაში, უცხოელი სტუდენტებისათვის მოეწყობა ქალაქის ტური.
საერთაშორისო სტუდენტების მენეჯერი და ფაკულტეტის დეკანი მუდმივ კონტაქტზე არიან სტუდენტებთან. ფაკულტეტის დეკანი მუდმივად კონტაქტზეა სტუდენტებთან და მათთან სწავლის დაწყებიდან 1-2 თვეში მართავს შეხვედრას, სადაც სტუდენტები გაუზიარებენ მათ შთაბენჭდილებებს, პრობლემებს (არსებობის შემთხვევაში), საჭროებებს და ასე შემდეგ.
წელიწადში ერთხელ, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის, ფაკულტეტისა და სტუდენტურ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება კულტურათა დღეები, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ გააცნონ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი კულტურა სხვადასხვა ფორმით (მუსიკა, კულინარია, პრეზეტნაცია და სხვ).
კონტაქტი:
საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - შორენა გოგიაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: admission@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/130