
17მაი,2022
Erasmus+ ლუმსას უნივერსიტეტში (იტალია)
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, რომლის ფარგლებში შერჩეული სტუდენტი 2022 წლის შემოდგომის სემესტრს გაივლის რომში, ლუმსას უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.
დაფინანსება:
- ყოველთვიური სტიპენდია - 850 ევრო
- მგზავრობის ხარჯები
არ ფინანსდება: სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევა
მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ
- შეჩერებულ სტატუსის მქონე სტუდენტებს
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს (შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მობილობის დასრულების შემდეგ სტუდენტი დაიმატებს დამატებით სემესტრს)
- სტუდენტს რომელსაც გააჩნია ფინანსური დავალიანება
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აკადემიური მოსწრების ბარათი;
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში), (პერსონალის შემთხვევაშიც ცენტრი გასცემს შესაბამის დოკუმენტს)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- CV Euro pass ფორმატში;
- რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge
მასპინძელი უნივერსიტეტის შემოთავაზებულ კურსებს გაეცანით ბმულზე:
შენიშვნა: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხოვნილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
მნიშვნელოვანი ვადები:
4 ივნისი, 2022 - საბუთების მიღება
7 ივნისი, 2022 - ტესტირება უცხო ენაში
9 ივნისი, 2022 - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: IR@SABAUNI.EDU.GE , ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში