18ნოე,2026
Erasmus+ პერსონალის მობილობა სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:11/18/2026
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს საბუთების მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პერსონალისთვის, რომლებსაც აქვთ დოქტორის ხარისხი, კარგად ფლობენ ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას და სურთ, ლექციები ჩაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში.
მობილობის ფორმატი
აკადემიური პერსონალის მობილობა გულისხმობს მასპინძელ უნივერსიტეტში მოკლევადიან ვიზიტს, რომელიც მოიცავს 5 სამუშაო დღეს და მგზავრობისთვის განკუთვნილ 2 დღეს. ვიზიტის ფარგლებში პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს ლექციებს, საჯარო ლექციას ან მონაწილეობს სხვა აკადემიურ ღონისძიებებში, ჯამში 8 აკადემიური საათის მოცულობით.
მობილობის პერიოდი:
- მობილობა უნდა განხორციელდეს 2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
- სასურველი პერიოდია 2027 წლის 22 თებერვლიდან აპრილის შუა რიცხვებამდე.
არასასურველი პერიოდია 2027 წლის 22 მარტიდან 2 აპრილამდე.
ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებულია:
-
მგზავრობის დაფინანსება — 395 ევრო;
-
ინდივიდუალური გრანტი — 1 332 ევრო.
სასწავლო კურსების შესაბამისობა
მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით, საბაუნის პროფესორის მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები თავსებადი უნდა იყოს პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტის სასწავლო კურსებთან.
მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით, შემდეგი მიმართულების პროფესორებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი:
- International Public Law 2
- European Labour Law - Challenges and Opportunities
- European Law 2
- Comparative Property Law: Principles of Property Law in Europe
- EU Intellectual Property Law
- Relationship between EU law and National Law
- Family and Fundamental Rights
- Theory of State
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 TOEFEL, IELTS; ან ცნობა, რომ აკადემიური პირი ფლობს უნარს წაიკითხოს ლექცია უცხო ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
- პარტნიორი უნივერსიტეტისათვის შეთავაზებული სალექციო კურსის მოკლე აღწერა; / ან მობილობის ხელშეკრულება (ჩამოტვირთეთ აქედან)
- CV Euro pass ფორმატში;
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2026 წლის 30 ნოემბრისა.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 30 ნოემბერი - განაცხადების მიღება
- 29 ნოემბის კვირა - შესარჩევი კომისიის მიერ კანდიდატების ნომინირება და მიმღებ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია
- დეკემბერი - მიმღებ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატების ინფორმირება
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი (აკადემიური პერსონალი) - 3 ქულა;
- აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) – 3 ქულა;
- ჩასატარებელი ლექციების შინაარსი (აკადემიური პერსონალი) - 3 - ქულა;
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან - 3 ქულა
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები - 3 ქულა.
(სადაც 1 = საშუალოზე დაბალს; 2 = საშუალოს; 3 = კარგს).
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; +995322422242/115