03თებ,2026
განვითარების კვლევების მე- 8 საერთაშორისო კონფერენცია
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:02/03/2026
2026 წლის 25 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და განვითარების კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება განვითარების კვლევების მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „მდგრადი განვითარება თანამედროვე ტრანსფორმაციების ეპოქაში: ინსტიტუციური გამოწვევები და ინოვაციური გზები“.
კონფერენცია იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
- ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და განვითარების გამოწვევები;
- ინსტიტუციური ტრანსფორმაციები და განვითარების ახალი მოდელები;
- ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი და განვითარების დილემები;
- მდგრადი განვითარება და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ტრანსფორმაცია;
- განათლება, ადამიანური კაპიტალი, ცოდნის ეკოსისტემები და სამუშაოს მომავალი.
ამასთან, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი მიესალმება სხვა სფეროს კვლევებს, რომელიც ეხმიანება კონფერენციის ძირითად თემატიკას.
მნიშვნელოვანი თარიღები :
- 15 აპრილი: აბსტრაქტის და განაცხადის წარდგენა;
- 30 აპრილი: აბსტრაქტის და განაცხადის დადასტურება;
- 25 ივნისი: კონფერენცია;
- 5 სექტემბერი: ნაშრომების წარდგენა გამოსაქვეყნებლად.
გამოქვეყნების შესაძლებლობები:
- Journal of Development Studies (ინგლისურენოვანი ჟურნალი); ჟურნალი „ორბელიანი“
- კონფერენციაში მონაწილეობისთვის მკვლევრებს შეუძლიათ აბსტრაქტების / სრული ნაშრომების წარმოდგენა.
- კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე
მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.