
01ივნ,2025
ჟურნალი '' ორბელიანი'' სტატიებისა და თაგრმანების მიღება
განთავსების თარიღი:06.01.2025
ცხადდება ახალი სტატიებისა და თარგმანების მიღება 2025 წლის ჟურნალ „ორბელიანი“-ს მორიგი (#8) ნომრისთვის.
საერთაშორისო ავტორებს ვიწვევთ წარსადგენად სტატიების შემდეგ სფეროებში: სოციალური მეცნიერებები, თეოლოგია, რელიგიის კვლევა, ეკონომიკა, სამართალი, ტურიზმი და ბიზნესი.
სტატიების მიღება ხორციელდება შემდეგ ენებზე: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ბერძნული, აგრეთვე ქართულად.
სტატიების წარდგენის საბოლოო ვადა: 2025 წლის 15 ივნისი.
რეცენზირების პერიოდი: 2025 წლის 1 ივნისიდან – 1 აგვისტომდე.
ჟურნალის გამოცემა: 2025 წლის დეკემბერი.
სტატიები უნდა აიტვირთოს პლატფორმაზე: Make a Submission
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე:
orbelianijournal@sabauni.edu.ge
გამოქვეყნების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ავტორებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს ან არიან დოქტორანტები.
მაგისტრებს სტატიის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ თანაავტორობით (Ph.D. ან დოქტორანტ თანაავტორთან ერთად).