28ოქტ,2026
მე-3 საერთაშორისო კონფერენცია თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში - „ეკლესია მესამე ათასწლეულში“
ადგილი:სულხან -საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
განთავსების თარიღი:11/05/2026
2026 წლის 28 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში - „ეკლესია მესამე ათასწლეულში“.
კონფერენციის პარტნიორები:
კონფერენციის მიზანია, მესამე ათასწლეულში თეოლოგიის სხვადასხვა დარგში არსებული პრობლემების წარმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება. თემები დაშვებულია თეოლოგიის ყველა დარგიდან.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორებს, დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს და დოქტორანტებსა.
სამუშაო ენა: ინგლისური
ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
სამეცნიერო კომიტეტი: გოჩა ბარნოვი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), ვაჟა ვარდიძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), თეიმურაზ ბუაძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), ანდრეა ზახარიუ (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), მამა ბასილ გეორგოპულუ (თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი), ბეჟან ჯავახია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), იოანე პანაღიოტოპულოსი (ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბერძნეთი).