
01ოქტ,2025
ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველ
ადგილი:კ.ქუთათელაძის 3
კავკასიაში ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი 2025 წლის 1–2 ოქტომბერს გიწვევთ ნიკეის კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო
2025 წელს ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები პირველი საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში, არახელსაყრელი გარე მიზეზების გამო, საეკლესიო ცნობიერება სხვადასხვა ისტორიული ფორმით გამოიხატებოდა (ადგილობრივი კრებები, ეკლესიის მამათა შორის ფართოდ გავრცელებული სინოდური მიმოწერები და ა.შ.).
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა მოხერხდა 325 წელს, ნიკეაში. კრება წარმოადგენდა ეკლესიის სინოდური სისტემის გამოხატვის ახალ ფორმას მოციქულთა კრების ნიმუშის მიხედვით. მისი ავთენტური კავშირი ეკლესიის სინოდურ ცნობიერებასთან არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, რადგან მისი მოწვევის, ორგანიზებისა და ფუნქციონირების დროს სრულად დაიცვეს წარსულის სინოდური ტრადიციის კრიტერიუმები.
ნიკეის მსოფლიო კრების ესოდენ მნიშვნელოვანი როლის სრულად და სწორად შეფასება მაინც დიდი სირთულეა მრავალი ისტორიული პრობლემის გამო, რომლებიც გამოწვეულია კრების სხდომების ოქმების არარსებობითა და შემორჩენილი ფრაგმენტული წყაროების ბუნდოვანებით.
ამ ღირსსახსოვარ თარიღს მიეძღვნება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ნიკეის საეკლესიო კრება: ეკლესიის ერთიანობა და საქართველო“. კონფერენცია მულტიდისციპლინურია (რელიგია, ისტორია, თეოლოგია, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები) და მასში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი დარგის ექსპერტებს, დოქტორანტებს, აკადემიურ პერსონალსა და დამოუკიდებელ მკვლევრებს.
მოხსენებების გამოქვეყნების შესაძლებლობა:
The Caucasus Journal of Social Sciences (CJSS)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული
მნიშვნელოვანი თარიღები:
2025 წლის 1 ივნისი – რეგისტრაცია, აბსტრაქტების მიღება
2025 წლის 15 ივნისი – განაცხადების გადარჩევა და ავტორებთან მონაწილეობაზე დასტურის შეტყობინება
სარედაქციო კოლეგია:
გოჩა ბარნოვი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
ნუგზარ ბარდაველიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მამა გაბრიელე ბრაგანტინი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
ანდრია ზახარიუ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
არჩილ მეტრეველი – საქართველოს უნივერსიტეტი
მერაბ ღაღანიძე – საქართველოს უნივერსიტეტი
თამარ გრძელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბეჟან ჯავახია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროტოპრესვიტერი ვასილიოს გეორგოპულოსი – თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
მამა ანდრეი მეგა – იოანე-პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)