08ოქტ,2020
„პროფესიული განვითარების ცენტრი“-ს ტრენინგი
ადგილი:კ.ქუთათელაძე #3
დასაწყისი:19 საათი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის „პროფესიული განვითარების ცენტრი“-ს ორგანიზებით, გაიმართება ტრენინგი თემებზე:
- როგორ შევადგინოთ სწავლის ეფექტიანი შედეგები სასწავლო გეგმისთვის
- როგორ შევადგინოთ სწავლის ეფექტიანი შედეგები სასწავლო პროგრამისთვის
- როგორ გავზომოთ და მივაღწიოთ სტუდენტის კმაყოფილებას
- როგორ ჩავრთოთ დაინტერესებული მხარეები სწავლის შედეგების შედგენაში/ განვითარებაში / შეფასებაში.
ტრენერი, საბაუნის აფილირებული ასისტენტი/ლექტორი - შორენა გოგიაშვილი
ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა იყოთ:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური/მოწვეული პერსონალი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი;
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები;
ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რისთვისაც დამსწრეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B1 ან უფრო მაღალ დონეზე.
ტრენინგი ჩატარდება 4 ნაწილად 2020 წლის, 8, 15, 22 და 29 ოქტომბერს.
19:00 სთზე. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა 2 სთ.
ტრენინგები გაიმართება ზუმის პლატფორმით, ტრეინინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი ონლაინ სერტიფიკატები. ( სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა ყველა ტრენინგზე დასწრება)
ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
რეგისტრაცია გაგრძელდება 5 ოქტომბრის ჩათვლით.