
06თებ,2018
საიუბილეო კრებულის წარდგინება
6 თებერვალს, 19:00 სთ-ზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, პიერ დიუმულენის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის ახალი გამოცემის წარდგინება.
„ავთანდილ დემეტრაშვილი 75“ საიუბილეო კრებულია, რომელიც აერთიანებს დიმიტრი გეგენავას, მარიამ ჯიქიას, ზურაბ მაჭარაძის, ბექა ცვარიანის, ნათია მამუკაშვილის, პაატა ჯავახიშვილის, მარიამ ღუბიანურის, გიორგი სიორიძის, ზურაბ ჯიბღაშვილის, შალვა ყიფშიძის, დავით გუჩმაზაშვილისა და გიორგი უსტიაშვილის სტატიებს. საიუბილეო კრებულის რედაქტორები არიან დიმიტრი გეგენავა და მარიამ ჯიქია.
გამოცემა ვრცელდება უსასყიდლოდ.
დასწრება თავისუფალია.