13მაი,2026
აკადემიური მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი, ცისია ოქროპირიძე Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამით ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ცისია ოქროპირიძის მობილობა მოიცავდა აკადემიურ და ადმინისტრაციული ღონისძიებების კომბინაციას, რომლის ფარგლებში მან ესპანელი სტუმრებისათვის ჩაატარა ლექციები ადამიანის უფლებებზე. გარდა ლექციებისა, მან მონაწილეობა მიიღო ინოცავიური სწავლების თემისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, სადაც ადგილობრივ პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ Erasmus+ პროგრამით ჩამოსული უცხოელი პროფესორები. შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოკლე პრეზენტაციები გაეკეთებინათ მშობლიური უნივერსიტეტების შესახებ. გარდა ამისა, ასევე გააზიარეს საკუთარი გამოცდილება ინოვაციური სწავლების მეთოდების შესახებ.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით გამოვყოფ იქ ჩატარებულ ლექციებს, სადაც თორმეტზე მეტი ქვეყნის სტუდენტი მესწრებოდა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობდით. აღნიშნული გამოცილება იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა ერთობლივი პროექტების იდეები. მათი მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი ჩვენს ჟურნალებში სტატიების გამოქვეყვენებაზე. შესაბამისად, დაწმუნებული ვარ ამ მობილობის შემდგომ თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის უფრო გაღრმავდება, ვინაიდან სამართლის
ფაკულტეტთან თანამშრომლობის კონკრეტული იდეები უკვე გვაქვს“ - აღნიშნავს ცისია ოქროპირიძე.
ცისია ოქროპირიძის აკადემიური პერსონალის მობილობა 2026 წლის 13-17 აპრილს განხორციელდა და სრულად დაფინანსებული იყო ევროკომისიის Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის მიერ. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და ვალიადოლიდის უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლიდან თანამშრომლობენ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და დღემდე ათეულობით სტუდენტი
და პერსონალი ესტუმრა ვალიადოლიდს.